ისკო დასენი: ლევან ხაბეიშვილი არის მასხარა და თაღლითი, რუსეთში არასდროს მქონია, არ მაქვს და არც მექნება ქონება, ბიზნესკავშირები და საბანკო ანგარიში

მე აბსოლუტურად არაფერი – ქონება, ბიზნესკავშირები, საბანკო ანგარიში არასდროს მქონია რუსეთში, არ მაქვს და, რა თქმა უნდა, არც მექნება – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ისკო დასენმა „ჯორჯიან თაიმსს“ განუცხადა, ლევან ხაბეიშვილის განცხადების კომენტირებისას.
მისი თქმით, ხაბეიშვილი მასხარა და თაღლითია და ტყუილებისთვის ნაცემიც არის.
„ხაბეიშვილი არის მასხარა, არის თაღლითი. ის ამ ტყუილებისთვის, რასაც ის აკეთებს, რამდენიმეჯერ ნაცემიც კი არის, ეგ არის უნამუსო. მე მაგაზე იმასაც ვერ ვიტყვი, რომ არის კაცი. მეტს ვერაფერს აბსოლუტურად ვერ ვიტყვი. მე არაფერი იქ არ მაქვს, არ მქონია და არც მექნება“, – განაცხადა ისკო დასენმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები