გია გაბრიჭიძე – არესტოვიჩის განცხადებაზე: მინდა, ვკითხო ჩვენს “დაუძინებელ” მეგობრებს, აშშ-ის ელჩს და მათ, ვინც უკრაინის დროშას ზელენსკის ფოტოსთან ერთად ფბ ავატარზე ამაყად აფრიალებს – რას ნიშნავს ეს განცხადება

,,ამ მუქარაზე ბევრი ითქვა და ითქმება კიდეც დაწყებული ფრაზიდან “თავიანთ უკანალს მიხედონ”, დამთავრებული ფრაზით – “უკრაინის ხელისუფლება არასდროს იქცეოდა ისე, როგორც მეგობარი დაწყებული ძებნილი დამნაშავეების მაღალ თანამდებობებზე დანიშვნით, გაგრძელებული საქართველოს მოქალაქეების დასანქცირებით”, – წერს ექსპერტი, გია გაბრიჭიძე არესტოვიჩის განცხადებაზე.

„არესტოვიჩი – ჩვენ მოგვიწევს საქართველოში ძალის პროეცირება, მოგვიწევს ქართველების დახსნა, გვყავს მილიონამდე ნაბრძოლი ადამიანი.
ამ მუქარაზე (დიახ სწორედაც აშკარა მუქარაზე) ბევრი ითქვა და ითქმება კიდეც დაწყებული ფრაზიდან “თავიანთ უკანალს მიხედონ”, დამთავრებული ფრაზით – “უკრაინის ხელისუფლება არასდროს იქცეოდა ისე, როგორც მეგობარი დაწყებული ძებნილი დამნაშავეების მაღალ თანამდებობებზე დანიშვნით, გაგრძელებული საქართველოს მოქალაქეების დასანქცირებით”.
უბრალოდ, მინდა, ვკითხო ჩვენს “დაუძინებელ” მეგობრებსა და პარტნიორებს აშშ-ის ელჩს, ევროპარლამენტის წარმომადგენლებს, ჩვენს ე.წ. ოპოზიციას, ე.წ. კრიტიკულ მედიას და მათ, ვინც უკრაინის დროშას ზელენსკის ფოტოსთან ერთად ფბ ავატარზე ამაყად აფრიალებს – რას ნიშნავს ეს განცხადება და გთხოვთ გააკეთოთ თქვენი შეფასებები. შიშხათიან ფრაზებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ“, – წერს გია გაბრიჭიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები