„H2SO4“ – თბილისში მწერლების ბარი გაიხსნება
21 ოქტომბერს, 19 საათზე, მწერლების ბარი – „H2S04“ ოფიციალურად გაიხსნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ბარი მდებარეობს თბილისში, ქიაჩელის №28 ნომერში. ბარის კონცეფცია და დიზაინი დაკავშირებულია საქართველოში პირველ ფუტურისტულ-დადაისტურ ჟურნალთან. ბარის ინტერიერი სრულად გაფორმებულია სწორედ ამ ესთეტიკით.
1924 წელს საქართველოში დაარსდა პირველი ფუტურისტულ-დადაისტური ჟურნალი “H2SO4”, რომელშიც შევიდა ქართველ ფუტურისტ მწერალთა და მხატვართა შემოქმედება. ქართველი ფუტურისტების აზრით, გოგირდმჟავას ხსნარით ანუ ფუტურისტული ხელოვნებით უნდა გაწმენდილიყო ქართულ პოეზიაში არსებული „გაფუჭებული“ ჰაერი.
მისამართი: ლეო ქიაჩელის №28.