1-ელ ნოემბერს ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის დეკლარაციების წარდგენის ვადა იწურება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 1-ელ ნოემბერს საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა იწურება.
უწყების ცნობით, ქონების (მათ შორის, მიწის) გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირები ვალდებული არიან, წარადგინონ ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია არა უგვიანეს მიმდინარე წლის 1-ელი ნოემბრისა და გადაიხადონ კუთვნილი გადასახადი არა უგვიანეს 15 ნოემბრისა.
“სასურველი ინფორმაციის მისაღებად ასევე შეგიძლიათ, ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის სერვისით “RS ჩათი“ ან დაუკავშირდეთ სატელეფონო ცენტრს 2 299 299.
დღეის მონაცემებით, 130 000-ზე მეტ ფიზიკურ პირს, დეკლარაციის წარდგენის ვადის შესახებ, საინფორმაციო ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინება უკვე გაეგზავნა შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ მობილურ ნომრებზე”, – ნათქვამია ინფორმაციაში.