„ვკვდები, როგორც ქვეყანა“ – ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ მონოდრამას უმასპინძლებს

24 ოქტომბერს, 20:00 საათზე, მარჯანიშვილის თეატრის სხვენში, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ „საჩუქარის“ ფარგლებში, გაიმართება მონოდრამა – „ვკვდები, როგორც ქვეყანა”, ზურაბ ყიფშიძის მონაწილეობით.
პიესის ავტორი – დიმიტრი დიმიტრიადისი; რეჟისორი – ქეთი დოლიძე;
ტექსტი ბერძნულიდან თარგმნა – თათია მთვარელიძემ;
„პიესა თითქოს ხილვაა, წინასწარმეტყველური და მარადიული. იგი მოგვითხრობს კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის ვნებასა და გასაჭირზე – რაც პროვოცირებულია არა იმდენად გარე ფაქტორებით, არამედ –  შიდა კორუფციითა და ნგრევით.
აქ მოთხრობილია ამბავი ეპოქის, როდესაც საომარ აგონიაში მყოფი ქვეყნის ჯარისკაცები შიშსა და სასოწარკვეთას მიეცემიან, როდესაც ხალხს ერთადერთ ხსნად მტრის ჯარის შემოსვლა ესახება, რადგან სიკვდილი მათში დამკვიდრებული პერვერსიული ღირებულებების გასანადგურებლად შეიძლება უკეთესიც იყოს – გამოსავალი ერისთვის, რომელიც არა იმდენად ფიზიკური, რამდენადაც სულიერი სიკვდილით მარცხდება“, – ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები