მიხეილ სარჯველაძე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორს, ჯონ პენელს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე – მიხეილ სარჯველაძე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ახალ ხელმძღვანელს, ჯონ პენელს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელსაც გაცნობითი ხასიათი ჰქონდა, ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულების პრიორიტეტებზე ისაუბრეს და სამომავლო გეგმებზე გაამახვილეს ყურადღება.

„მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობა ამ ორგანიზაციასთან. სამომავლო გეგმების დასახვის მიზნით გამართული შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერად წარიმართა. ვისაუბრეთ ჩვენი პრიორიტეტების შესახებ. გამოიკვეთა რამდენიმე მიმართულება, მათ შორის, შშმ პირების უფლებებთან, ადამიანის უფლებათა სტრატეგიასა და რიგ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების განვითარების თვალსაზრისით“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები