ოკუპირებულ აფხაზეთში ვარაუდობენ, რომ რუსეთში წელს ციტრუსების გაორმაგებულ რაოდენობას გაიტანენ
ოკუპირებული აფხაზეთიდან ციტრუსის ექსპორტმა შესაძლოა, 50 000 ტონას მიაღწიოს, რაც წინა წელთან შეადრებით ორჯერ მეტია.
ამის შესახებ დე ფაქტო პირველმა ვიცეპრემიერმა, სოფლის მეურნეობის ე.წ. მინისტრმა, ბესლან ჯოპუამ განაცხადა.
მისი თქმით, 2021 წელს 21 ათასი ტონა ციტრუსის გატანა მოხდა მაშინ, როდესაც 27 ათასი ტონას ექსპორტი იყო დაგეგმილი.
ჯოპუას განმარტებით, წლევანდელი იმედები უკავშირდება მონაყოფიერ მოსავალს, რასაც ხელი ამინდის პირობებმა შეუწყო.
მან აღნიშნა, რომ იგივე მაჩვენებელი (50 000 ტონა) პირველად ომისშემდგომ წლებში 2020 წელს იქნა მიღწეული.