სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები საგამოცდო პროცესის გაუმჯობესების მიზნით, 15 ივნისიდან ოზურგეთსა და ახალციხეში, მარშრუტების ცვლილება განხორციელდება
სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები საგამოცდო პროცესის გაუმჯობესების მიზნით, 15 ივნისიდან ოზურგეთსა და ახალციხეში, მარშრუტების ცვლილება განხორციელდება. ინფორმაციას შსს-ს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.
“ოზურგეთში – სატრანსპორტო საშუალების „B“ და „BE“ კატეგორიის მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპისთვის განკუთვნილი სამი მარშრუტი ჩანაცვლდება ახალი მარშრუტებით;
ახალციხეში – სატრანსპორტო საშუალების „B“ და „BE“ კატეგორიის მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპს დაემატება სამი ახალი მარშრუტი.
მარშრუტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე – https://shorturl.at/mAkkE”,- წერია ინფორმაციაში.