ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებაზე იმსჯელა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებაზე იმსჯელა.

კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ევროპული კომისიის რეკომენდაციებში გენდერის საკითხს ეთმობა მე-9 პუნქტი, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოეთხოვება მოახდინოს გენდერული თანასწორობის გაძლიერებისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ძალისხმევის განსაკუთრებული კონსოლიდაცია.

„გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ფარგლებში შემუშავდა წარმოდგენილი კანონპროექტი, რომლის მიღება, „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ” ევროპის საბჭოს კონვენციის მოთხოვნებთან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ნორმების შესაბამისობაში მოყვანის გზით და აღნიშნული ქმედებებისთვის ადეკვატური პასუხისმგებლობის ზომების დაწესებით, უზრუნველყოფს ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობისა და ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას”, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

კანონპროექტით იცვლება არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის დადგენილი სანქციის ოდენობა, კერძოდ ძირითადი შემადგენლობისთვის გათვალისწინებული იქნება თავისუფლების აღკვეთა 15-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან მის გარეშე, ხოლო მაკვალიფიცირებელი შემადგენლობისთვის – თავისუფლების აღკვეთა 17-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან მის გარეშე. გარდა ამისა, კოდექსს დაემატება რამდენიმე მუხლი. ერთ-ერთი მათგანით დანაშაულად გამოცხადდება აბორტი თანხმობის გარეშე.

გარდა ამისა, დასჯადი ხდება სრულწლოვანი პირის მიერ პროსტიტუციაში ჩაბმული 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვნის მომსახურებით სარგებლობა. ქორწინების იძულებას, ემატება ახალი დებულება, რომელიც დანაშაულად აცხადებს ქორწინებაზე იძულების მიზნით ქვეყანაში შესვლაზე პირის დაყოლიებას, თუ ამას მოჰყვება ქვეყანაში შემოსვლისკენ მიმართული კონკრეტული ქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები