კობახიძე – შოლცის განცხადებაზე: ეს გზავნილი ჩვენთვის განსაკუთრებით ოპტიმისტური და მნიშვნელოვანი იყო

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ  ს ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის კონგრესზე გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებას მნიშვნელოვანი და ოპტიმისტური უწოდა.

„ევროკავშირი უნდა გაფართოვდეს ლისაბონიდან თბილისამდე“, არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი. შოლცის ეს გზავნილი იყო ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო სასიამოვნო, ოპტიმისტური და მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის კონგრესზე განაცხადა: ჩვენ ვართ ევროპის ხალხი და ჩვენი ხმა მთელ ევროპაში უნდა ისმოდეს, ხმელთაშუა ზღვიდან ჩრდილოეთის ზღვამდე, ლისაბონიდან თბილისამდე და მის მიღმა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები