ექიმი ვაკის პარკში დაშავებულ ბავშვზე: სტაბილურია, თუმცა მონიტორინგს კვლავ საჭიროებს
„ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა რეანიმატოლოგის, მარინა ფირცხალავას განცხადებით, ვაკის პარკში, დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა მონიტორინგს კვლავ საჭიროებს.
„პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, სპონტანურ სუნთქვაზეა, ანუ სუნთქავს თავისით დახმარების გარეშე. ჰემოდინამიკურადაც სტაბილურია, თუმცა მონიტორინგს კვლავ საჭიროებს. აქტიურია, კონტაქტში შემოდის. შეკითხვებს პასუხობს, მაგრამ მონიტორინგი გრძელდება. ვფიქრობ, ლაზარეს მდგომარეობა იქნება კარგი და სავარაუდოდ, მალე გაეწერება“, – განაცხადა ფირცხალავამ.
13 ოქტომბერს თბილისში, ვაკის პარკის შადრევანშიბავშვებს დენმა დაარტყა. ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა, მომხდარს შსს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით იძიებს