ვაკის პარკში დენის დარტყმით დაშავებული 13 წლის გოგონა გარდაიცვალა

ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმის ინფორმაციით, ვაკის პარკში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული 13 წლის გოგონა გარდაიცვალა.

ექიმის განმარტებით, ის კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

„მოყვანილი იქნა ორი 13 წლის ბავშვი რამდენიმე წუთის ინტერვალით. მოხდა პირველი პაციენტის, ბიჭის სტაბილიზაცია, მართვით სუნთქვაზე გადაყვანა. დასტაბილურების შემდეგ, მოხდა პროფილურ პედიატრიულ კლინიკაში გადაყვანა. რაც შეეხება 13 წლის გოგონას, შემოვიდა გულის გაჩერებით, რეანიმაციული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა და დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, – განაცხადა ექიმმა.

შეგახსენებთ, ვაკის პარკში უბედური შემთხვევა დღეს, დილით მოხდა, როდესაც სკოლის მოსწავლეები პარკში ბურთს თამაშობდნენ. ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად ჩასულებს კი დენმა დაარტყა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები