შალვა პაპუაშვილი: სახალხო დამცველის პოზიციაზე კანდიდატების შერჩევის პროცესი უპრეცედენტოდ გამჭვირვალედ მიმდინარეობს

ახლა მნიშვნელოვანია, საკუთარი პოლიტიკური პასუხისმგებლობით ოპოზიციამ მინიმუმ შვიდი კანდიდატი დაასახელოს. მათ ვადა აქვთ 21 ოქტომბრამდე იმისათვის, რომ კანდიდატები დასახელდეს. შემდეგ უკვე საპარლამენტო უმრავლესობა თავის სიტყვას იტყვის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სახალხო დამცველის არჩევის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, სახალხო დამცველის პოზიციაზე კანდიდატების შერჩევის პროცესი უპრეცედენტოდ გამჭვირვალედ მიმდინარეობს.

„მცდელობა იყო სხვადასხვა შეფასების დაჯამების და გარკვეული რანჟირების, რაც აბსოლუტურად აცდენილია შემფასებელი ჯგუფის მიზანს და არითმეტიკულადაც კი შეუძლებელია დაჯამება და გარკვეული რანჟირება, რადგან იცით, რომ შესაძლებელი იყო შეფასებისგან თავის შეკავება და რიგ შემთხვევებში შემფასებლებმა ეს შესაძლებლობა გამოიყენეს და კრიტერიუმებში შეფასებები არ არის გამოყენებული, რაც თავის მხრივ, არ ნიშნავს, რომ ამ კრიტერიუმში დადებითი ან უარყოფითია შეფასება. ახლა ჯერი ოპოზიციაზეა, მათ 19 კანდიდატის სია აქვთ, ასევე ინდივიდუალური შეფასებები. ახლა მნიშვნელოვანია, საკუთარი პოლიტიკური პასუხისმგებლობით ოპოზიციამ მინიმუმ შვიდი კანდიდატი დაასახელოს. მათ ვადა აქვთ 21 ოქტომბრამდე იმისათვის, რომ კანდიდატები დასახელდეს. შემდეგ უკვე საპარლამენტო უმრავლესობა თავის სიტყვას იტყვის. აქამდე რასაც ჩვენ ვაკვირდებით, არის უპრეცედენტოდ გამჭვირვალე პროცესი. რაც კი აქამდე განხორციელდა, საზოგადოების თვალწინ ხდება. ყველას მოვუწოდებ, საკუთარი პოლიტიკური პასუხისმგებლობით იმოქმედონ, არ დაექვემდებარონ გარე ზეწოლას და თავად ვისაც ჩათვლიან ღირსეულ კანდიდატად ან კანდიდატებად, ის დაასახელონ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები