შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციის რადიკალური ჯგუფი მხოლოდ ევროპული მომავალის დაზიანებით არის დაკავებული

მოხარული ვიქნები, თუ გაერთიანდებიან და საბოლოო ჯამში დაერქმევა ერთი სახელი ასე გაფანტულ პარტიებს თუ პოლიტიკურ ჯგუფებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც რადიკალური ოპოზიციის შესაძლო გაერთიანებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ოპოზიციის რადიკალური ჯგუფი მხოლოდ საქართველოს ევროპული მომავლის დაზიანებით არის დაკავებული.

„სინამდვილეში, აქ არანაირი პარტიული მრავალფეროვნება არ არსებობს, ეს არის იდეოლოგიის, ერთი მისწრაფების მქონე პოლიტიკოსების ჯგუფი. ამიტომ, რაც უფრო მალე გაერთიანდებიან, მით უფრო ნათელი იქნება საზოგადოებისთვის, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ერთ ჯგუფთან, რომელიც გამოირჩევა რადიკალიზმით და მათთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ საკუთარი დღის წესრიგი, ძალაუფლება. მხოლოდ მივესალმები. რაც უფრო გამსხვილდება ჯგუფები და გაერთიანებულს ვნახავთ იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა ისე წარმოაჩენენ, თითქოს, არიან ცალ-ცალკე პოლიტიკური ჯგუფები, კარგია. პარლამენტშიც უფრო ცხადი იქნება ძალთა გადანაწილება და ისიც, ვინ რომელ პოლიტიკურ ჯგუფში არის. დღეს, რასაც ვხედავთ, მათ შორის, ხშირ შემთხვევაში, პარლამენტშიც არის პოლიტიკური ფარსი – ხან, როცა სურთ, თავს წარმოაჩენენ ცალკე პარტიად და პოლიტიკურ ჯგუფად, ხან ისევ ერთად არიან ხოლმე. ამომრჩევლის წინაშე პატიოსნება მოითხოვს, რომ აჩვენონ ის ნამდვილი გაერთიანება, რომლის წევრებიც ისედაც არიან. ამას ყველა ხვდება და აღიქვამს, ამის ფორმალიზებას თუ მოვახდენთ, ეს კარგი იქნება. ოპოზიციის რადიკალური ჯგუფი მხოლოდ იმით არის დაკავებული, რომ დააზიანონ საქართველოს ევროპული მომავალი და რაზეა საუბარი? – ადამიანები პირდაპირ ეწინააღმდეგებიან და ცდილობენ, რომ ჩააგდონ 12 პუნქტის შესრულება. როცა სიტყვათა წყობას – ევროპულ მომავალს საერთოდ იყენებენ, თავად ირონიაა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები