გერმანიაში, ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის საერთაშორისო კონგრესზე საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღეს

epa07214940 Delegates vote during the XI Party of European Socialists Congress under the theme 'Fair, Free, Sustainable - The Progressive Europe We Want', at ISCTE - University Institute of Lisbon, in Lisbon, Portugal, 07 December 2018. The XI PES Congress will take place on 07 - 08 December in Lisbon where delegates from the PES Member parties across Europe will gather to debate key issues ahead of the 2019 European elections. EPA-EFE/MARIO CRUZ

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მზადყოფნას, – ამის შესახებ ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის (PES) კონგრესზე მიღებულ რეზოლუციაშია აღნიშნული.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინისა და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და მზადყოფნას გამოვთქვამთ, ეს სტატუსი საქართველოს მიენიჭოს. მათი მომავალი ევროკავშირშია და ჩვენ გვინდა, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს მას შემდეგ, რაც ისინი დააკმაყოფილებენ გაწევრიანების ყველა კრიტერიუმს, მათ შორის კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის კრიტერიუმებს“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

შეგახსენებთ, რომ ბერლინში ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის (PES) საერთაშორისო კონგრესი მიმდინარეობს, რომელშიც „ქართული ოცნების“ დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები