ლაშა ხუციშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პირველ ვიცეპრეზიდენტს, იურგენ რიგტერნიკს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი – ლაშა ხუციშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პირველ ვიცეპრეზიდენტს, იურგენ რიგტერნიკს შეხვდა.

შეხვედრას დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები – ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი. ფინანსთა მინისტრმა EBRD-ის პირველ ვიცეპრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი უწევს საქართველოს ევროპული მისწრაფებების გზაზე. მხარეებმა მიმოიხილეს ბანკის დაფინანსებით მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები, რომლებიც ხორციელდება ენერგეტიკის, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის, საბანკო სექტორისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში.

ლაშა ხუციშვილმა EBRD-ის პირველ ვიცეპრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყნის ეკონომიკაში არსებული მდგომარეობის, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების, ასევე, სამომავლო პროგნოზების შესახებ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ, არსებული გეოპოლიტიკური შოკის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს ეკონომიკის ზრდის მაღალ ტემპებს, მდგრადობასა და მაკროეკონომიკურ სტაბილურობას. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პირველმა ვიცეპრეზიდენტმა, იურგენ რიგტერნიკმა პოზიტიურად შეაფასა ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის დინამიკა და აღნიშნა, რომ EBRD მზადაა, პოსტპანდემიურ პერიოდში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ქვეყნის განვითარების პროცესში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები