პრემიერი: ძნელია, მოძებნო სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რასაც ვაკის პარკში დატრიალებული უბედურების გამო განვიცდი, მთელი გულით ვიზიარებ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის წევრების მწუხარებას
ძნელია, მოძებნო სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რასაც ვაკის პარკში დატრიალებული უბედურების გამო განვიცდი, – ამის შესახებ პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” წერს.
მთავრობის მეთაური გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს თანადგომას უცხადებს.
„ამ უმძიმეს წუთებში, მთელი გულით ვიზიარებ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მეგობრების მწუხარებას და თანადგომას ვუცხადებ მათ. გამოძიება უკვე დაწყებულია, დადგინდება ტრაგედიის მიზეზები და მოხდება უმკაცრესი რეაგირება”, – ნათქვამია განცხადებაში.