გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემავალი უწყებების წარმომადგენლებს შეხვდნენ
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებთან და გარემოს დაცვის მიმართულებით მომუშავე უწყებების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საქართველოს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტით დარგისთვის გათვალისწინებულ ასიგნებებთან დაკავშირებით იმსჯელეს. მოისმინეს უწყებების წარმომადგენელთა მოსაზრებები სხვადასხვა პრიორიტეტული პროექტებისა და აქტივობების დაფინანსების თაობაზე.
შეხვედრაზე განხილული საკითხების გათვალისწინებით, კომიტეტი ლობირებას გაუწევს, რომ გარემოსდაცვითი სფეროს პრიორიტეტული მიმართულებები სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში შესაბამისად აისახოს.