მძღოლების მიმართ ადმინისტრაციული ზომები მკაცრდება
მიკროავტობუსის მძღოლების მიმართ ადმინისტრაციული ზომების გამკაცრება იწყება. აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანია „თბილისის მიკროავტობუსში“ თბილისის მერიის ახალ ხელმძღვანელობასთან კონსულტაციების შემდეგ მიიღეს. ზომების გამკაცრება მიკროავტობუსებში კონდიცირების სისტემის ამოქმედებასთან არსებულ პრობლემებს უკავშირდება. აღნიშნულ თემაზე კომპანიის გენერალური დირექტორი დავით ასანიძე დღეს, 15:00 სპეციალურ ბრიფინგს გამართავს.