ალუდა ღუდუშაური: მთელი ცივილიზებული სამყაროს მიერ აღიარებულ კანონს უპირისპირდება
ოპოზიცია მთელი ცივილიზებული სამყაროს მიერ აღიარებულ კანონს უპირისპირდება ოპოზიცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა “დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
“ქართული ოცნების” წევრი პროექტთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ოპოზიციას ბიძინა ივანიშვილის მიმართ დაუსაბუთებელი ბრალდებები აქვს.
„მოდელი, რომელიც დავაინიცირეთ, იმ კანონის ანალოგია, რომელიც უკრაინაშია, მთელი ცივილიზებული სამყაროს მიერ აღიარებულ კანონს უპირისპირდება ოპოზიცია. დაუსაბუთებელი ცრუ ბრალდებების და ივანიშვილზე შტურმის ნაცვლად, ოპოზიციას ვურჩევდი, ქვეყნისთვის იოტისოდენა სასიკეთო საქმე გააკეთონ და ერთხელ მაინც უარი თქვან თავიანთი ცხოვრების განმავლობაში ვიწრო პარტიულ ინტერესებზე”, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.