თურქეთის საელჩო საქართველოში: მადლობა გვინდა, გადავუხადოთ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც დიპლომატიური კორპუსი კახეთში, რთველზე შეკრიბა, საქართველოს ვუსურვებთ უხვ მოსავალს, ნათელ და აყვავებულ მომავალს

მადლობა გვინდა,გადავუხადოთ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც დიპლომატიური კორპუსი კახეთში, რთველზე შეკრიბა, საქართველოს ვუსურვებთ უხვ მოსავალს, ნათელ და აყვავებულ მომავალს, – ამის შესახებ საქართველოში თურქეთის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც სოციალურ ქსელ „ფეისბუქში” გამოქვეყნდა.

პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის წევრებთან ერთად, ღვინის დღეების ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რთველში უმასპინძლა.

„მადლობა გვინდა, გადავუხადოთ საქართველოს პრემიერმინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც შეკრიბა დიპლომატიური კორპუსი კახეთში რთველზე და ასევე, ბატონ მინისტრებს მოწვევისა და შესანიშნავი მასპინძლობისთვის. საქართველოს ვუსურვებთ უხვ მოსავალს, ნათელ და აყვავებულ მომავალს”,- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები