შემოსავლების სამსახურმა არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინა

   საბაჟო – გამშვებ პუნქტ “სადახლო-საავტომობილოს” ტერიტორიაზე შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა სომხეთიდან შემომავალი საქართველოს მოქალაქის მ.დ-ს ავტომობილის დათვალიერებისას არადეკლარირებული საქონელი იპოვეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აღმოჩენილია ტრაქტორის და ავტომობილის გაზის მიწოდების სისტემის სათადარიგო ნაწილები. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 3792,51 ლარი შეადგინა. მოქალაქე მ.დ-ს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289 მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, 3792,51 ლარის ოდენობის სანქცია შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები