უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, წალენჯიხელი ედიშერ კვარაცხელია დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, ედიშერ კვარაცხელია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომშიც მონაწილეობდა, ის უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდა. ედიშერ კვარაცხელია 25-ე ცალკეული მოტომსროლელი დივიზიის “КИЇВСЬКА РУСЬ”-ის წევრი იყო.
