გოგა ხაინდრავა – „ხალხის ძალაზე“: ძალიან მნიშვნელოვანია მათი გამოჩენა, რადგან ისეთი საკითხები გახადა აქტუალური ქართულ საზოგადოებაში და მსჯელობა ისეთ რამეზე დაიწყო, რომ არა მარტო შიგნით, არამედ გარეთ ქვეყანა წარმოჩინდა
ძალიან მნიშვნელოვანია მათი გამოჩენა, რადგან ისეთი საკითხები გახადა აქტუალური ქართულ საზოგადოებაში და მსჯელობა ისეთ რამეზე დაიწყო, რომ არა მარტო შიგნით, არამედ გარეთ ქვეყანა წარმოჩინდა, – განაცხადა რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ხალხის ძალაზე“ საუბრისას.
„ეს არის ჭაობი. არანაირი იმედი მაგათი არ უნდა გქონდეს! ნელ-ნელა მოვა ახალი ძალები. ის, რაც მოხდა, რომ „ქართულ ოცნებას“ გამოეყო ეს ადამიანები, მაგალითად, მიხეილ ყაველაშვილი, რომელსაც მე დიდი ხანია ვიცნობ, რომელიც წარმატებული ადამიანია ახალგაზრდობიდან. აღარაფერს ვამბობ სუბარზე! ერთად-ერთი ომბუდსმენი, რომელიც ჰყავდა საქართველოს არის სოზარ სუბარი! ამას მე სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. ამაზე მისი საქმეები ლაპარაკობს. თუნდაც, ექიმი კაცი, რომელიც პოლიტიკაში აღმოჩნდა – ძალიან მნიშვნელოვანია მათი გამოჩენა, რადგან ისეთი საკითხები გახადა აქტუალური ქართულ საზოგადოებაში და მსჯელობა ისეთ რამეზე დაიწყო, რომ ჩვენი ქვეყანა მაღლა აიწია და არა მარტო შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ. კუბილიუსები და ესენი რატომ არიან გაღიზიანებული ჩვენზე? – რადგან ისინი იმას ვერ ბედავენ, რაც ჩვენ გავბედეთ“, – განაცხადა ხაინდრავამ.