გოგა ხაინდრავა: Credit Suisse-ის საქმე მხოლოდ გარკვეული დოზით არის ფინანსური, დანარჩენი სულ პოლიტიკაა, საქართველოს სუვერენიტეტს ვერ პატიობენ ბიძინა ივანიშვილს

Credit Suisse-ის საქმე მხოლოდ გარკვეული დოზით არის ფინანსური, დანარჩენი სულ პოლიტიკაა. საიდან მოდის ქართული სუვერენიტეტი, საიდან მოდის ის, რისი მოწმეც გახდა მთელი ევროპა და მთელი მსოფლიო, ბიძინა ივანიშვილით იწყება ეს. ამას ვერ პატიობენ. ვერ პატიობენ რომ ბიძინა ივანიშვილმა გაბედა და საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინ დაყენება, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ისინი აბსოლუტურად არ ელოდნენ, რომ ადამიანისთვის შეიძლება ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყოს სამშობლო, ვიდრე ფული. ჩვენ ვიპოვეთ ჩვენ თავში გააზრება და ძალა, როგორ დავუპირისპირდეთ, ჭკუა, გონება, წინდახედულობა, აი ამას ვერ გვპატიობენ და პირველ რიგში ბიძინას ვერ პატიობენ იმას, რომ მან შექმნა ეს წინაპირობა, მისმა მოსვლამ ქართულ პოლიტიკაში და ქართულ საზოგადოებაში განაპირობა ასე ფერისცვალება. ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ ყურით დაჰყავდათ ქართველი ხელისუფლება თუ გინდა აშშ-ის ელჩს და თუ გინდა სხვა ელჩებს. რასაც ეტყოდნენ იმას აკეთებდნენ. მე ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა მოდიან აზრზე. ყველას ესმის, რომ საკვანძო ქვეყანაა რეგიონში და ამ ქვეყნის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ჰეგემონებისთვისაც. ფაქტობრივად შვეიცარიის სახელმწიფომ მოიჭრა თავი, იქ არ არის მარტო საბანკო სისტემაზე ლაპარაკი. დემოკრატია არის დიდი მითი და ყოველთვის მითი იყო. არანაირი დემოკრატია მსოფლიოში არ არსებობს. არსებობს მხოლოდ პოლიტიკური ინტერესები. ინტერესები იმ ჯგუფების, რომლებსაც პრეტენზია აქვთ მსოფლიოს მართვაზე. ეს იმდენად ცხადი გახდა შვეიცარიის მაგალითზე, რომ ისეთი ქვეყანაც კი, რომელიც 200 წელიწადზე მეტია ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს და მისი საბანკო სისტემა სამაგალითო იყო, თავი მოიჭრა. პოლიტიკური შანტაჟის მიზეზი არის ის, რომ ჩვენ უარი ვთქვით მონობაზე. ამ უარის ბურჯი არის ბიძინა ივანიშვილი, ამიტომ შეტევა ბიძინა ივანიშვილზე თავიდანვე წავიდა. ჩვენ ეს ამ წლების განმავლობაში არ ვიცოდით, რადგან ბიძინა ივანიშვილმა ეს არ გამოიტანა და არ თქვა, რომ მას ფინანსურ პრობლემებს უქმნიდნენ, რადგან სახელმწიფოს სუვერენიტეტს და მის უსაფრთხოებას ვიცავ. 2008-ში დაიწყო ეს ზეწოლა. სამარცხვინო მოქმედებას აქვს ადგილი შვეიცარიის მხრიდან და მე ვფიქრობ, რომ მათმა ელჩმა ამაზე განმარტება“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები