სერბერ-პორტბუს საერთაშორისო კინოფესტივალზე ნონა გიუნაშვილის ფილმის ფრანგული პრემიერა გაიმართა
ნონა გიუნაშვილის ფილმის – „სიკვდილმა უთხრა სიცოცხლეს” ფრანგული პრემიერა სერბერ-პორტბუს საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ფესტივალი 2005 წლიდან ტარდება და ყოველწლიურად აუდიტორიას მხოლოდ 9 საუკეთესო ფილმს წარუდგენს.
„სიკვდილმა უთხრა სიცოცხლეს” მოგვითხრობს პანკისის ხეობის მკვიდრი ქალების ყოველდღიურობაზე, რომელიც მუსიკად ტრანსფორმირდება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ინტერესის ობიექტი ხდება.
ფილმი შექმნილია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.