“შევთანხმდით, რომ ყველა პარტიის ყველა მოთხოვნა ვერ იქნება დაკმაყოფილებული“

   დღევანდელი შეხვედრის შემდეგ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან უკმაყოფილებათა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა
არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, შეთანხმება მოხდა იმაზე, რომ ყველა პარტიის ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებული ვერ იქნება.
უსუფაშვილის თქმით, მთავარია, პროცესი იყოს ღია.
“ინტერფრაქციული ჯგუფის ფარგლებში ჩატარდა სამი თუ ოთხი გასვლითი შეხვედრა. როდესაც პოზიციების შეჯერების მომენტი დადგა, ცხადია, პარტიები გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას, თუმცა, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, უკმაყოფილებათა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. რამდენიმე მიმართულებით ეს შეეხება რეგიონულ ტელევიზიებში საეთერო დროს, ფინანსურ საკითხებს იმ პარტიებზე, რომელიც მომავალ არჩევნებში სერიოზულ შედეგებს მიიღებენ, ეს ეხება წარმომადგენლობებს და სხვა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს. ჩვენ შევაჯერეთ პოზიციები. საბოლოო გადაწყვეტილება დაახლოებით ერთი კვირის ვადაში იქნება მიღებული“,- განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები