ბექა დავითულიანი: ერთადერთი შემთხვევა, როდესაც „ნაცმოძრაობის“ წევრები არიან მართლები, არის ის შემთხვევა, როდესაც ერთმანეთს ლანძღავენ და აკრიტიკებენ

ერთადერთი შემთხვევა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან მართლები, არის ის შემთხვევა, როდესაც ერთმანეთს ლანძღავენ და აკრიტიკებენ, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა დავითულიანი გამოეხმაურა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო თოფურიძის პოსტს, სადაც თოფურიძე ოპოზიციის მიერ დიდი ოდენობით თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს.

„რაც შეეხება საკუთარი თავის შეფასებას, სოსო თოფურიძე როგორი უფლებადამცველია, ეს ვნახეთ ყველამ. რეალურად, ის იყო იმ ვითომდა ხერხემლის ერთ-ერთი მალა, რომელიც ამ ხალხს, მთელ საზოგადოებას აწამებდა და დასდევდა დასაჭერად, ძალიან ხშირად სრულიად უსაფუძვლოდ და ყოველგვარი უფლებების დარღვევით“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ცნობისთვის, ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო თოფურიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ფინანსების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს და პარტიაში გამდიდრებულ პოლიტიკოსებზე სოციალურ ქსელში წერს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები