რუდენკო: ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი დეკემბერში გაიმართება
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მომდევნო, 57-ე რაუნდი დეკემბერში გაიმართება, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ დისკუსიების 56-ე რაუნდის შეჯამებისას.
მისი თქმით, დისკუსიების დეკემბერში გამართვის შეთანხმებაა მიღწეული.
რუდენკომ ასევე თქვა, რომ მიმდინარე სესიის დროს, უპირველეს ყოვლისა, განიხილებოდა ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერის საკითხი, ასევე, “საქართველო – სამხრეთ ოსეთის და საქართველო- აფხაზეთის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამუშაოების დროული დაწყება”.