ალექსანდრე დარახველიძე: 20%-ით გაზრდილ ხელფასს მიიღებენ 2023 წლიდან ჩვენი თანამშრომლები – უპრეცედენტოა პოლიციელთა შრომის ანაზღაურების ზრდის მაჩვენებელი

“მილიარდ ლარს გადააჭარბებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი”, – აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ – ალექსანდრე დარახველიძემ სატელევიზიო ეთერში საუბრისას განაცხადა.

„ქვეყანაში გატარებული სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, გაიზარდა მთლიანი შიდა პროდუქტი, შესაბამისად, იზრდება სახელმწიფოს ბიუჯეტიც, იზრდება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება.

მილიარდ ლარს გადააჭარბებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი, რაც აქამდე არასდროს ყოფილა და ბატონი პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, პირველ ყოვლისა, ეს ხარჯები მოხმარდება ჩვენი თანამშრომლების ხელფასების ზრდას – უპრეცედენტოა ზრდის მაჩვენებელი. 20%-ით გაზრდილ ხელფასს მიიღებენ 2023 წლიდან ჩვენი თანამშრომლები, ეს იმ ფონზე, როდესაც გასულ წელს უკვე 10%-ით გაიზარდა შს სამინისტროს თანამშრომლების ანაზღაურება.

მე მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერმინისტრს თითოეული პოლიციელის სახელით, ამ მნიშვნელოვანი სიახლისთვის.

ეს ცვლილება შეეხება თითოეულ თანამშრომელს, როგორც პოლიციელებს, ასევე, მეხანძრე-მაშველებს, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს, პატრულ-ინსპექტორებს და ყველას, ვინც შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მუშაობს,“ – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები