ალექსანდრე დარახველიძე: დაიწყო მუშაობა და მომდევნო წლებში გაგრძელდება “პოლიციის ქალაქის” მშენებლობა
“დაიწყო მუშაობა და მომდევნო წლებში გაგრძელდება “პოლიციის ქალაქის” მშენებლობა”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ სატელევიზიო ეთერში განაცხადა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, 1100-ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე აშენდება.
„სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესია პოლიციელებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა იმისათვის, რომ მათი საყოფაცხოვრებო პირობები გაუმჯობესდეს, ასევე, მეტი მოტივაცია და წახალისება ჰქონდეთ მათ.
სწორედ პრემიერმინისტრის ინიციატივით, დაიწყო მუშაობა და მომდევნო წლებში გაგრძელდება “პოლიციის ქალაქის” მშენებლობა.
ეს ქალაქი აშენდება პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე და 1100-მდე პოლიციელი მიიღებს ბინას. რა თქმა უნდა, ეს იქნება შეღავათიან ფასად, ჩვენი პოლიციელებისთვის და ვფიქრობ, რომ ეს იქნება მათთვის მნიშვნელოვანი წახალისება“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.