გივი მიქანაძე: საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, რომ მართალია, ჩვენი თანაგუნდელები ტოვებენ „ქართულ ოცნებას“, მაგრამ უმრავლესობის შემადგენელი ნაწილი არიან

“საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, რომ მართალია, ჩვენი თანაგუნდელები ტოვებენ „ქართულ ოცნებას“, მაგრამ უმრავლესობის შემადგენელი ნაწილი არიან და უმრავლესობიდან არ გასულან”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ „ქართული ოცნებიდან“ მოძრაობა „ხალხის ძალაში“ გადასულ დეპუტატებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მიქანაძემ “ქრონიკის” ეთერში საუბრისას აღნიშნა, მმართველი გუნდი „ხალხის ძალის“ გუნდთან ერთად კოალიციური მართვის პირობებშია გადასული.

„ფაქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახლა ჩვენ ამ გუნდთან ერთად კოალიციური მართვის პირობებში ვართ გადასულები, იქიდან გამომდინარე, რომ რეალურად „ქართულ ოცნებას“ აღარ აქვს პარლამენტში ის უმრავლესობა, რომელიც გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას აძლევს. ამ ეტაპზე 1 ხმა გვაკლია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის დემოკრატიული პროცესის შემადგენელი ნაწილი და დარწმუნებულები ვართ, რომ მხარდაჭერა ამ ადამიანების მხრიდან ყველა მნიშვნელოვან და პრინციპულ საკითხზე გაგრძელდება ისე, როგორც ეს აქამდე იყო, როდესაც ერთ პარტიის შემადგენლობაში ვიყავით“, – განაცხადა მიქანაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები