“ხელს მოგკიდებ” – ელენე ხოშტარია ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესიდან გააძევეს

ხმაური იყო “მთავარი არხის” დამფუძნებლის – ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის საქმის განხილვაზე, რომელიც სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს. პარტია “დროას” ლიდერს, ელენე ხოშტარიას მოსამართლემ ჯერ შენიშვნა მისცა, შემდეგ კი სასამართლო სხდომის ხელის შეშლისა და შეფერხების მცდელობისთვის, დარბაზიდან გააძევა.

მიზეზი ხოშტარიას ქმედება გახდა, რომელიც პროკურორთან მივიდა შეკითხვით – “ხელს მოგკიდებ”.

ცნობისთვის, ნიკა გვარამიას “რუსთავი 2-ის” ქონებრივი უფლების გაფლანგვის საქმეზე წინა ინსტანციამ, თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლით და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები