ჩრდილოეთ კორეამ რუსეთის მიერ უკრაინის 4 რეგიონის ანექსიას მხარი დაუჭირა

ჩრდილოეთ კორეამ რუსეთის მიერ უკრაინის 4 რეგიონის ანექსიას მხარი დაუჭირა.

ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, – წერს Reuters-ი.

უწყების საერთაშორისო ორგანიზაციების გენერალურმა დირექტორმა, ჯო ჩხოლ-სუმ თქვა, რომ “რეფერენდუმები” „ლეგიტიმურად“ ჩატარდა გაეროს წესდების მიხედვით, მაგრამ შეერთებულ შტატებს აქვს „განგსტერული ორმაგი სტანდარტები“ სხვა ქვეყნებში შეჭრის შემდეგ.

„უდავო „ერთპოლარული სამყაროს“ შენარჩუნების მიზნით, აშშ ერევა დამოუკიდებელი ქვეყნების საშინაო საქმეებში და ზღუდავს მათ კანონიერ უფლებებს და გაერო-ს უშიშროების საბჭოს ბოროტად იყენებს“, – თქვა ჯო ჩულ-სუმ.

მისი აზრით, „შეერთებულმა შტატებმა წამოიწყო აგრესიული ომები სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ, მათ შორის, ყოფილ იუგოსლავიაში, ავღანეთსა და ერაყში, მაგრამ შეერთებული შტატების ქმედებები გაერო-ს უშიშროების საბჭომ ეჭვქვეშ არ დააყენა“.

უკრაინამ ჩრდილოეთ კორეასთან დიპლომატიური ურთიერთობა ჯერ კიდევ ივლისში გაწყვიტა, როდესაც ფხენიანმა დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები