ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, სიჩუანის პროვინციაში, 5.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
ქვეყნის სეისმოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი იბინის ოლქის გაოსიანის რაიონში მდებარეობდა, ხოლო კერა 6 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სტიქიის შედეგად დაშავდა, სულ მცირე, 13 ადამიანი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. უსაფრთხოების მიზნით ევაკუირებულია დაახლოებით 200 ადამიანი.
მიწისძვრამ საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა ნაწილობრივ დააზიანა. ზოგიერთ რაიონში დაფიქსირდა მეწყრ პროცესებიც. ადგილზე სამაშველო და საგანგებო სამსახურები მუშაობენ, რომლებიც ზარალის მასშტაბებს აფასებენ.
ჩინეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.