აშშ-ისა და ირანის ოფიციალური პირები შეთანხმდნენ ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებული უთანხმოების მოსაგვარებლად 30 ივნისს დოჰაში კონსულტაციებს გამართავენ,- ამის შესახებ Axios-ის ჟურნალისტმა ბარაკ რავიდმა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა.
“აშშ და ირანი შეთანხმდნენ, რომ შეწყვეტენ ერთმანეთის დარტყმებს, რადგან ორივე მხარე სამშაბათს კატარის დედაქალაქში შეხვედრას გეგმავს ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებული უთანხმოების მოსაგვარებლად”, – განაცხადა აშშ-ის მაღალჩინოსანმა.
რავიდის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, თავდაპირველად ორივე მხარე სამშაბათს შვეიცარიაში კონსულტაციების გამართვას გეგმავდა, რათა ისლამური რესპუბლიკის ბირთვული პროგრამა განეხილათ. თუმცა, ბოლო დროს განვითარებული ესკალაციის გამო, აშშ-მა და ირანმა გადაწყვიტეს, მოლაპარაკებების ადგილი და ფოკუსი შეეცვალათ.
ამერიკულმა წყარომ დასძინა, რომ აშშ-ის მხრიდან კონსულტაციებში მონაწილეობას ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, ნიკ სტიუარტი მიიღებს.