რუსეთმა სუმისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში საჰაერო იერიშები განახორციელა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

რუსეთმა უკრაინის სუმისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა და 37 დაშავდა,- ამის შესახებ უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ და ზაპოროჟიეს რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ივან ფედოროვმა განაცხადეს.

ეროვნული პოლიციის ცნობით, სუმის ოლქში რუსული თავდასხმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა.

ზაპოროჟიეს რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა, ივან ფედოროვმა, განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა ზაპოროჟიეს ოლქის 45 დასახლებულ პუნქტზე 973 დარტყმა განახორციელეს. ზაპოროჟიესა და პოლოგოვის რაიონებში თავდასხმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 28 დაშავდა.

გარდა ამისა, რეგიონული ხელისუფლების ცნობით, მიღებული იქნა 249 შეტყობინება საცხოვრებელი შენობების, სატრანსპორტო საშუალებებისა და ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები