„ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა აქტიურად შეისწავლება, ექიმები არიან ჩართული” – დავით მათიკაშვილი

„ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა აქტიურად შეისწავლება, ექიმები არიან ჩართული”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საკითხთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულება შესაბამის რეაგირებას ახდენს.

“პენიტენციურ დაწესებულებას საკმაო რესურსი აქვს, რომ თავადაც მოახდინოს შესაბამისი რეაგირება და ახდენს კიდეც. ყველა პატიმარს სახელმწიფო უფასოდ მკურნალობს და არც ხოშტარიაა გამონაკლისი. რა თქმა უნდა, მას ჯანმრთელობას ვუსურვებ. ისიც გაითვალისწინეთ, რამდენი ადამიანი ავადდება, რაც აბსოლუტურად ჩვეულებრივი და გასაგები მოვლენაა. ადამიანები, როგორც პენიტენციური დაწესებულების გარეთ, ასევე მის შიგნით ავადდებიან და სამედიცინო დახმარების, მომსახურების თვალსაზრისით სახელმწიფო აბსოლუტურად უფასოდ ახდენს მაღალკვალიფიციურ მკურნალობას. როგორც ვიცით, დამატებით სხვა ექიმებიც არიან ჩართული. პატიმარს მოინახულებენ, ამის შემდგომ კიდევ იქნება შეხვედრა და ა.შ.

შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივა და მისი გადასაწყვეტია. პრეზიდენტის პრეროგატივაში ჩვენ ვერ ჩავერევით, მაგრამ პენიტენციური დაწესებულების, ამ შემთხვევაში, ერთ რიგითი ბინადარის ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენად გახდება ამის საფუძველი, პრეზიდენტის გადასაწყვეტია. ამ საფუძვლით რომ იყოს შეწყალება აქტუალური, მაშინ უნდა ჩავთვალოთ, რომ ყველა, ვინც პენიტენციურ დაწესებულებაში ავადდება, შეწყალებას უნდა ექვემდებარებოდეს. ეს ასე არ არის, რაც ძალიან კარგად ვიცით“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები