“სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო მოიტანს იმას, რომ გარედან თავსმოხვეული სიძულვილი საქართველოში შემცირდება” – პაპუაშვილი

“სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო მოიტანს იმას, რომ გარედან თავსმოხვეული სიძულვილი საქართველოში შემცირდება”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა განმარტა, ეს სამმართველო მოიტანს იმას, რომ გარედან თავსმოხვეული სიძულვილი შემცირდება საქართველოში.

“ეს მნიშვნელოვანია, მათ შორის პოლიტიკური დებატებისთვის. როდესაც ლანძღვა-გინებაზე არიან გადასული პროევროპული ძალები, რა თქმა უნდა, იქ ითრგუნება ყოველგვარი ღია დისკუსია. ამიტომ, ჩვენი პოლიტიკური ლანდშაფტისთვის და ჩვენი უსაფრთოხებისთვისაც მნიშვნელოვანი საკითხია, არ იყოს სიძულვილის ენის გამოყენების მეშვეობით ურთიერთობების ესკალაციის წაქეზება.

ამასთან, მეორე, რასაც ეს მოიტანს, არის ის, რომ ევროკავშირის დაზიანებული რეპუტაცია შეიძლება, ცოტა გამოსწორდეს. დღეს ქართველების თვალში სიძულვილი ასოცირებულია ​პროევროპულობასთან. ვხედავთ, რომ ვინც იბრალებს პროევროპულობას, სწორედ ისინი არიან სიძულვილის წყაროები, უხამსობის მთავარი გამავრცელებლები, სოცმედიაში და არა მხოლოდ. ამიტომ, რაც ზიანდება ამით, არის თავად ევროკავშირის რეპუტაცია. ევროკავშირს თუკი არ უნდა, კვლავ ასოცირებული იყოს უხამსობასთან, ლანძღვა-გინებასთან და სიძულვილის ენასთან, ვფიქრობ, ევროკავშირიც გულშემატკივარი უნდა იყოს ამ წამოწყების, რაც, საბოლოო ჯამში, აიძულებს ე.წ. პროევროპულ ძალებს, დაუბრუნდნენ ზრდილობიან, უხამსობის გარეშე რიტორიკას და ამით გაგვაგებინონ, რა სურთ. გავიგეთ, რომ ლანძღვა-გინება კარგად სცოდნიათ. ლანძღვა-გინების მიღმა თუ აქვთ რაიმე არგუმენტი და სათქმელი, ამას დავინახავთ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები