ნინო წილოსანი: როდესაც ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, რომ საქართველოს ირანთან მინიმალური კომუნიკაციაც კი ყველაზე ანტიდასავლურად წარმოაჩინონ, ეს არის ნამდვილად სავალალო

“ჩვენს ოპონენტებს ბევრს ვერაფერს დავეკითხებით, ისინი შეეცდებიან, რომ ახლა ყველანაირად მათთვის სახარბიელო ჭრილში წარმოაჩინონ ირანი-სომხეთის ურთიერთობა”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ირანის დელეგაციის სომხეთში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სავალალოა, როდესაც ოპოზიცია ცდილობს, რომ საქართველო-ირანის ურთიერთობა ანტიდასავლურად წარმოაჩინონ.

„როდესაც ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, რომ საქართველოს ირანთან მინიმალური კომუნიკაციაც კი ყველაზე ანტიდასავლურად წარმოაჩინონ, ეს არის ნამდვილად სავალალო“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები