ავღანეთში, პაკისტანის თავდასხმების შედეგად 36 ადამიანი დაიღუპა
ავღანეთში, პაკისტანის მიერ განხორციელებული რამდენიმე საჰაერო დარტყმის შედეგად, 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 163 დაშავდა.
ამის შესახებ ავღანეთის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის მოადგილემ, ჰამდულა ფიცრატმა განაცხადა.
„პაკისტანის გუშინდელმა თავდასხმებმა 36 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ქალები და ბავშვები, იმსხვერპლა და 163 სხვა ადამიანი დაშავდა“, – წერს ის X-ში.
ფიტრატის ცნობით, პაკისტანის ძალებმა ღამით პაქტიას, პაქტიკასა და კუნარის პროვინციების სოფლებში იერიში მიიტანეს. მშვიდობიან მოსახლეობაში ყველაზე მეტი მსხვერპლი ქვეყნის აღმოსავლეთით, პაქტიას პროვინციის სოფელზე განხორციელებულ დარტყმას მოჰყვა. დარტყმების შედეგად ასევე დაიღუპა პირუტყვი და მთლიანად განადგურდა სამი სახლი.
შეგახსენებთ, 26 თებერვლის საღამოს, პაკისტან-ავღანეთის საზღვარზე საბრძოლო მოქმედებები განახლდა. ქაბულმა განაცხადა, რომ ავღანეთის ტერიტორიაზე პაკისტანის საჰაერო დარტყმების საპასუხოდ სამხედრო ოპერაციას ატარებდა.