შალვა პაპუაშვილი: ვაპირებთ, ყველა მეზობელთან გვქონდეს შესაბამისი ურთიერთობები ჩვენი პოზიციების გასამყარებლად

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ირანის დელეგაციის სომხეთში ვიზიტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის ამოსავალი წერტილია, რომ საგარეო ურთიერთობები აწარმოოს საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.

„ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის ამოსავალი წერტილია, რომ საგარეო ურთიერთობები მან უნდა აწარმოოს საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ამას აკეთებს სომხეთი, აზერბაიჯანი, ყველა ქვეყანა ჩვენს რეგიონში და ამას აკეთებს საქართველო. საქართველო ნამდვილად არავის არ შეეკითხება საკუთარ საგარეო ურთიერთობებში ეროვნული ინტერესები როგორ უნდა წამოწიოს. ეს, რა თქმა უნდა არ ეკითხება არც ჯო უილსონს და არც რომელიმე უცხოელს, საგარეო ურთიერთობაში საქართველოს თავის რეგიონის ქვეყნებთან როგორი ურთიერთობები ექნება.

ჩვენ ვნახეთ, რომ მათ, ვინც ამ მხრივ წინდაუხედავად იქცევა, სადამდე მიჰყავთ ხოლმე სხვადასხვა რეგიონები და მათ შორის ჩვენი რეგიონი. ჩვენ ვაპირებთ, რომ ჩვენს რეგიონში, როგორც მშვიდობის ერთ-ერთ მთავარ კერას და გამორჩეულ ქვეყანას სტაბილურობიდან გამომდინარე, ყველა ჩვენს მეზობელთან გვქონდეს შესაბამისი ურთიერთობები ჩვენი პოზიციების გასამყარებლად“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები