თბილისში ცეცხლმოკიდებული ტაქსი ბენზინგასამართ სადგურზე შევარდა
თბილისში, ერისთავის ქუჩაზე, ცეცხლმოკიდებული ტაქსი ბენზინგასამართ სადგურზე შევარდა.
როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.