რუსეთში „LGBT-ექსტრემიზმის“ საქმეზე სამ პირს პატიმრობა მიუსაჯეს

რუსეთის სასამართლომ “საერთაშორისო LGBT მოძრაობის“ საქმიანობასთან დაკავშირებულ საქმეზე სამ პირს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ Deutsche Welle იუწყება.

მედიის ცნობით, ეს პირველი სისხლის სამართლის განაჩენია მას შემდეგ, რაც 2023 წელს რუსეთის უზენაესმა სასამართლომ “საერთაშორისო LGBT მოძრაობა“ ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.

ბრალდებულებს „ექსტრემისტული ორგანიზაციის“ საქმიანობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას ედავებოდნენ. სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო და სხვადასხვა ვადით პატიმრობა შეუფარდა.

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთში LGBT თემის წარმომადგენლებსა და აქტივისტებზე ზეწოლის გაძლიერების ფონზე მიიღეს.

რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები