დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საზოგადოებრივი დამცველის 2021 წლის ანგარიში მოისმინა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საზოგადოებრივი დამცველის 2021 წლის ანგარიში მოისმინა.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა, სალომე ვარდიაშვილმა ენერგოომბუდსმენის სამსახურის საქმიანობის მიმართულებებზე ისაუბრა, კერძოდ, ელექტროენერგეტიკის, წყალმომარაგებისა და ბუნებრივი გაზის სექტორში განხორციელებული აქტივობების თაობაზე. მათ შორის, მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის, სხვადასხვა გამანაწილებელ და მიმწოდებელ კომპანიებთან თანამშრომლობის, დავების განხილვის, პარტნიორ ქვეყნებთან პრაქტიკის გათვალისწინებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის თაობაზე.
მომხსენებელმა წარმოადგინა შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები. კომიტეტის მხრიდან გამოითქვა შენიშვნები და რეკომენდაციები, რაც კომიტეტის დასკვნაში აისახება.