აშშ-ის სენატმა უკრაინისთვის 12.3 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

აშშ-ის სენატმა ფედერალური მთავრობის ფინანსირების კანონპროექტი მიიღო, რომელიც უკრაინისთვის 12.3 მილიარდი დოლარის ოდენობით ფინანსური დახმარების გამოყოფას გულისხმობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ბრიტანული მედიის ცნობით, კანონპროექტს მხარი 72-მა სენატორმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგ ხმა მისცა 25-მა.

აღნიშნული კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატას გადაეგზავნება, სადაც პარასკევს კენჭისყრა გაიმართება, შემდეგ კი დოკუმენტი ხელმოწერისთვის თეთრ სახლში, პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან გადაიგზავნება.

როგორც Reuters-ი წერს, 12.3 მილიარდი დოლარის ოდენობის პაკეტი უკრაინის სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები