ვინ გახდება ახალი ომბუდსმენი – ვაკანტურ პოსტზე განაცხადის მიღების ვადა დღეს იწურება

სახალხო დამცველის კანდიდატურაზე განცხადების მიღების ვადა დღეს იწურება. არასამთავრობო სექტორი ომბუდსმენის პოსტზე სამ კანდიდატს, მოქმედი სახალხო დამცველის მოადგილის – გიორგი ბურჯანაძის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრის  – ნაზი ჯანეზაშვილის და “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” წარმომადგენელ ანა აბაშიძის კანდიდატურას უწევს რეკომენდაციას.
ოპოზიციის გარკვეული ნაწილი აცხადებს, რომ ისინი მხარს სწორედ არასამთავრობო სექტორის მიერ წარდგენილ კანდიდატს დაუჭერს.
​რაც შეეხება მმართველ გუნდს, “ქართული ოცნება” ომბუდსმენის პოსტზე კანდიდატურის წარდგენაში არ მონაწილეობს.

​ცნობისთვის, ომბუდსმენის ვაკანტურ პოსტზე განაცხადების მიღების ვადის ამოწურვის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ოპოზიციასთან შეთანხმებით დაკომპლექტებული ცხრა კაციანი კომისია კანდიდატების შეფასებას დაიწყებს. აღნიშნულის შემდეგ პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს, სადაც კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატურების განხილვა უნდა დაიწყოს. სახალხო დამცველის არჩევას 90 დეპუტატის ხმა სჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები