“ლიეტუვა არ აღიარებს ლუკაშენკოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად, ის შევიდა აფხაზეთის ტერიტორიაზე, რომელიც ეკუთვნის საქართველოს” – ლიეტუვის ელჩი

საქართველოში ლიეტუვის ელჩის, ანდრიუს კალინდრას განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის ლიდერის, ალექსანდრე ლუკაშენკოს მორიგი მტკიცებულებაა იმის, რომ ის, კრემლთან ერთად, გამოხატავს უპატივცემულობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

„ლუკაშენკოს მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უხეში დარღვევა კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ბელარუსი, რუსეთთან ერთად, ერთიანი ძალისხმევით გამოხატავს უპატივცემულობას გაერო-ს ქარტიისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ეს ვიზიტი დაიგმო მრავალი მხარის მიერ საქართველოში, ლიეტუვასა და სხვა ქვეყნებში. ლიეტუვა არ აღიარებს ლუკაშენკოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად. ჩვენი აზრით, ეს არის რეჟიმის წარმომადგენელი და შევიდა აფხაზეთის ტერიტორიაზე, რომელიც ეკუთვნის საქართველოს“, – განაცხადა ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები