პროექტის – ,,კინო ყველგან” ფარგლებში, ამ სეზონის ბოლო ჩვენება გაიმართა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თინათინ ნიბლოშვილის ინიციატივით დაწყებული პროექტის – ,,კინო ყველგან” ფარგლებში, ამ სეზონის ბოლო ჩვენება გაიმართა.

აუდიტორიისათვის ნანა მჭედლიძის ქართული მხატვრული ფილმის „პირველი მერცხალი”- ს აღდგენილი ვერსიის ჩვენება მოეწყო. ფილმის აღდგენის პროცესი ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით რამდენიმე თვის წინ დასრულდა. პროექტის მიზანი ქართული კინოს პოპულარიზაცია, ღია კინოჩვენებების დავიწყებული ტრადიციის აღდგენა, დედაქალაქის ყველა უბანში კულტურული ცხოვრების ხელშეწყობაა.

„დღეს ჩვენი პროექტის ,,კინო ყველგან’’ ფარგლებში, ამ სეზონის ბოლო ჩვენება გაიმართა. მაყურებელს ღია ჩვენებისთვის შევთავაზეთ ერთ-ერთი გამორჩეული და ყველასათვის საყვარელი ფილმი „პირველი მერცხალი“, ქართული კინოსა და თეატრის ვარსკვლავების მონაწილეობით. მაყურებელმა ფილმის აღდგენილი ვერსია იხილა. 47 წლის შემდეგ „პირველი მერცხალის“ დაბრუნებამ, ვფიქრობ, ყველა თაობაში დიდი მოწონება დაიმსახურა.“- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

პროექტი დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით და საკრებულოს მაჟორიტარი წევრების აქტიური ჩართულობით ხორციელდება. ისნის რაიონში გამართულ ჩვენებას ამავე რაიონის მაჟორიტარი წევრი საკრებულოში კახაბერ ლაბუჩიძე და თბილისის საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები