ირაკლი ქადაგიშვილი: დებატები ყველაფერზე შეიძლება გაიმართოს, რაც აქტუალური და მნიშვნელოვანია
“დებატები იმისთვის არის, რომ ყველა საკითხზე, რომელიც შეიძლება დებატების რომელიმე მხარისთვის საინტერესო იყოს, შესაძლოა, მსჯელობა გაიმართოს. თუ მათი მხრიდან ევროინტეგრაციის თემა იქნება რომელიმე დებატის ფორმატში წარმოდგენილი, რა თქმა უნდა, ჩვენს პოზიციას მოვახსენებთ”, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი „ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებას, რომ „რუსთავი 2“-მა და „იმედმა“ საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით დებატებს უმოკლეს ვადაში უნდა გაუწიონ ორგანიზება.
ქადაგიშვილის თქმით, დებატები ყველა აქტუალურ თემაზე მნიშვნელოვანია.
„დებატები ყველაფერზე შეიძლება იყოს რაც აქტუალური და მნიშვნელოვანია და ყველამ თავისი პოზიცია ამ დებატებზე შეიძლება დააფიქსიროს”,- აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.